ფინანსები
10/01/2022

თიბისი ბაზრის ლიდერია

საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა წლიურად 2 მილიარდით არის გაზრდილი და გარკვეულწილად თიბისის პორტფელი მატების ხარჯზე, თიბისის ფიზიკური და იურიდიული პირების სადეპოზიტო ანგარიშების წლიური ზრდა 12%-მდეა და ბაზარზე 39.7% წილით არის წარმოდგენილი.

თიბისის პორტფელი 1.4 მლრდ ლარით, საქართველოს ბანკის 400 მლნ-ით არის გაზრდილი.

მლიანად სექტორმა ნოემბერში კლება აჩვენა. 36.3 მლრდ-დან 35.7 მლრდ-მდე. სავალუტო  დეპოზიტის დაბალი სარგებელი (1%-მდე, ევროში კი 0%) პოტენციურ  მეანაბრეს მოტივაციას უკარგავს. ლარში კი დაბანდებას ვერ რისკავს 12-13% წლიური სარგებლის მიუხედავად. 

ბანკებს ლარში მოზიდვის მოტივაცია ვერც სებ-მა გაუჩინა, ბოლოდროინდელი რეგულაციით, რომელიც 6 თვეა უკვე მოქმედებს.

მაღალდოლარიზებულ პორტფელიან ბანკებს (>70%) უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე 25% -ის დარეზერვება მოეთხოვება, <40%-იანს -10%.

                                                                                         000 ₾                                         000 ₾

 

01.12. 2021

01.12.2020 ₾

თიბისი ბანკი

14,174,943

12,768,215

საქართველოს ბანკი

13,116,797

12,732,220

ლიბერთი ბანკი

  2,239,293

  2,094,409

ვითიბი ბანკი

  1,554,611

  1,532,159

პროკრედიტ ბანკი

  981,229

  957,617

ქართუ ბანკი

  894,524

  946,252

ტერა ბანკი

  858,349

  841,112

ბაზისბანკი

  810,662 

  803,115

წყარო: ბანკები

ანაბრების 98% უმსხვილესი TOP-8-ზე მოდის, რომელთა შორის გამონაკლისია ახლადგამსხვილებული კრედო, რომლის წილი 1%-ია. კრედოს დეპოზიტების პორტფელი 400 მლნ ლარსაც ვერ აღწევს (კრედო აქტივებით მე-6 პოზიციაზეა დაწინაურებული)

Businesspartner