ფინანსები
16/07/2021

თიბისი ბანკი კაპიტალის ბუფერების სრულ აღდგენაზე აცხადებს

თიბისი ბანკი კაპიტალის ბუფერებს სრულად აღადგენს, დროზე ადრე 31 ივლისისთვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკს ნახევარი წლის მოგების განაწილების შესაძლებლობა მიეცემა და მარეგულირებლის ყველა შეზღუდვა მოეხსნება

ბანკმა ბუფერეების ვადამდე აღდგენის შესახებ ინფორმაცია სებ-ს დაუდასტურა. შესაბამისად კაპიტალის განაწილების ყველა შეზღუდვას მოუხსნის.

თიბისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კაპიტალის ბუფერების აღდგენას ხელი შეუწყო გაჯანსაღებულმა მაკროეკონომიკურმა მოლოდინმა, ამავდროულად ბანკმა კაპიტალის სოლიდური დონე შეინარჩუნა, ზრდა მნიშნელოვანია საქართველოსა და უზბეკთში.

შეგახსენებთ, რომ ბუფერების აღდგენის გრაფიკი სებ-მა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე უკვე წარადგინა. გრაფიკის მიხედვით, კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენა ბანკებისთვის 2022 წლის 1 იანვარს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება. თუმცა ამავდროულად ბანკებს ბუფერების ვადაზე ადრე აღდგენის შესაძლებლობა მიეცათ.

ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები აღემატებოდა მინიმალურ მარეგულირებელ მოთხოვნებს:

Businesspartner