ფინანსები
19/02/2021

თიბისი აზერბაიჯანულ Yelo Bank-ში წილს აღარ იყიდის

თიბისი აზერბაიჯანულ Yelo Bank -ში წილს აღარ იყიდის. გარიგების ჩაშლაზე თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ინვესტორებს აცნობა.

„შეთანხმების ვადა Yelo Bank-თან 2020 წელს ამოიწურა, იმ დრომდე, ვიდრე TBC Kredit-ის და Yelo Bank-ის შერწყმა მოხდებოდა. ჩვენი შვილობილი TBC Kredit-ი აზერბაიჯანის ბაზარზე ძველებურად გააგრძელებს ოპერირებას. საერთაშორისო გაფართოების ძალისხმევა ორიენტირებული იქნება უზბეკეთის ბაზარზე”, - წერს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია თიბისიმ 2020 წლის გაზაფხულზე მიიღო და აქტიურად ავითარებს შუა აზიურ ქვეყანაში ბიზნესს.

თიბისის Yelo Bank -ში (ყოფილი Nikoil Bank) ჯერ 10%-ი უნდა ეყიდა, მომდევნო 3 წელში კი, წილი 50%-ს +1%-მდე უნდა გაეზარდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022