თიბისი აზერბაიჯანულ შვილობილ ბანკში კაპიტალს ზრდის
აზერბაიჯანის ბაზარზე თიბისის შვილობილი Yelo Bank-ი (რომელიც მანამდე Nikoil Bank-ისსახელით ოპერირებდა) მომგებიანობის დაბრუნებას 2021 წლისთვის გეგმავს.
ბანკის მმართველის ნიკოლოზ შურღაიას თქმით, ბანკი წლის დასრულებას მოგებით გეგმავდა, თუმცა კორონავირუსმა ამ გეგმებში კორექტირება შეიტანა.
ნიკოლოზ შურღაია interfax.az-თან აღნიშნავს, რომ იმ ფაქტმა რომ ბანკმა პირველი კვარტალი ზარალით (6.2 მლნ მანათი) დაასრულა არავინ უნდა შეაშინოს, რამდენადაც უმეტესად წლის დასაწყისში აქტიურობა დაბალია. “ვფიქრობთ, წლის ბოლოს მოგებით დავასრულებთ და თუ მოგებაზე წლის ბოლოსთვისაც ვერ გავალთ, მაშინ მომავალ წელს აუცილებლად”, – განაცხადა შურღაიამ.
ბანკი აზერბაიჯანის ბაზარზე კაპიტალის გაზრდასაც გეგმავს. აქციონერებმა კაპიტალის 61,6 მლნ მანათიდან 91 მლნ-მდე ($36 მლნ-დან – $53,5 მლნ-მდე) გაზრდაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.
კაპიტალის გაზრდა სამ ეტაპად მოხდება. შურღაია განმარტავს, რომ ამ დროისთვის ბანკი კაპიტალის ზრდის აუცილებელი საჭიროება არ გააჩნია, ამიტომაც გადაწყდა კაპიტალის 3 ტრანშად შევსება.