ფინანსები
31/03/2022

TI: პანდემიის დროს სასტუმროების მომსახურებაში სახელმწიფომ 152 მლნ ლარი დახარჯა

პანდემიის პერიოდში, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით 1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 000-მდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა. შესაბამის კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს. 

კვლევის თანახმად, "კოვიდ 19"-ით გამოწვეულმა ხარჯმა გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებში დაახლოებით 715 მლნ ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა - 486 მლნ ლარი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე დაიხარჯა, რაც ძირითადად "კოვიდ პაციენტების" მკურნალობას მოიცავდა. 

პანდემიამ მნიშვნელოვნად გაზარდა სასტუმროების მომსახურების შეძენის ხარჯები,
რომელზეც 152 მლნ ლარი დაიხარჯა.

"პანდემიის საწყისს ეტაპზე სასტუმროების დაქირავების პრინციპი კითხვებს აჩენდა, რადგან არ არსებობდა ერთიანი ტარიფი და სასტუმროების შერჩევის კრიტერიუმები. 2020 წლის მარტის ბოლოდან მთავრობამ ერთი ნომრის ღირებულება მაქსიმუმ 100 ლარად განსაზღვრა, ხოლო ვირუსის ფართოდ გავრცელებამ სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად და „კოვიდ სასტუმროებად“ მასიურად გამოყენება გახადა საჭირო",- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

კვლევის თანახმად, პანდემიის გავლენა დაეტყო სამედიცინო მოწყობილობების და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენაზე დახარჯულ თანხას, რომლებზეც ჯამში 75 მლნ ლარი დაიხარჯა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023