ფინანსები
12/06/2023

"ტერა ბანკი" დოლარის გადარიცხვებს აიაფებს

აშშ დოლარის გადარიცხვებზე, გადასახადის განულების შემდეგ, "ტერა ბანკი", ბიზნეს კლიენტებისთვის, $15-იან საკომისიოს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.

15 აგვისტომდე მოქმედი აქციით, 5 კონტინენტზე 112 ქვეყანაში (სანქცირებული რუსეთ-ბელარუსის გარდა) კომპანიებისთვის დოლარში გადარიცხვების საკომისიო 0% -ია. 

პირობები 15/05-15/08 პერიოდში, Visa B2B Connect-ით (საერთაშორისო ანგარიშსწორების პლატფორმა) USD $ -ში შესრულებულ გადარიცხვებზე მოქმედებს. მანამდე  გადარიცხვის საკომისიო 0.2% (მინ. $15) იყო. აქცია ევროს ტრანზაქციებს არ ეხება და ტარიფი ასევე 0.2%-ით (მინ. 20 ევრო) განისაზღვრება.

"ტერა ბანკში", მაისის მდგომარეობით, 567,2 მლნ ლარის იურიდიული პირების ანაბრებია (მიმდ, ანგარიშები, ვადიანი და მოთხოვნამდე დეპოზიტები, საბანკოს გარდა). სულ, ფიზიკური პირების ანაბრების ჩათვლთ, პორტფელი 957 მლნ ლარს აღემატება, რომლის 54% სავალუტო დეპოზიტებზე მოდის.

არაბი შეიხების ბანკი, 193 მლნ ლარის სააქციო კაპიტალით, მსხვილაქტივებიან ბანკებში, 2.2% წილით, მე-7 -ა, საკრედიტო დაბანდებით კი 2,45% -იანი წილით, მე-6 ადგილს "პროკრედიტ ბანკთან" ინაწილებს. ROE (მომგებიანობა კაპიტალზე) 15.3%-ია (01.05.2022 - 18.7%).

   01.05.23    ₾   01.05.22    ₾  
აქტივები  1,455,244,000 1,383,709,000
სესხები - 1,097,743,000 1,011,349,000
- დან შემოსავალი     41,887,000     33,773,000
დეპოზიტები   957,063,000   851,141,000
გადახდილი %%     17,137,000     12,106,000
წმინდა მოგება        9,605,000     10,022,000
საზ. კაპიტალი   231,996,000   198,030,000
                                                                        

წყარო: კომერციული ბანკი 

 

 

Businesspartner