
თეგეტას ობლიგაციები საფონდო ბირჟაზე დაილისტა
"თეგეტა ჰოლდინგის"2 ემისია, ₾150 მილიონიანი 3 წლიანი ობლიგაციების (ნომინალი - ₾1 000) და 20 მლნ-ის, 2,5 წლიანი მწვანე ფასიანი ქაღალდების (ნომინალი - ₾100 000) საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა (A ლისტინგში).
₾ 20 მილიონიანი მწვანე ობლიგაციები რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველია. სტრატეგიული ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. მობილიზებული თანხა - მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ელექტრო მანქანების 70 დასატენი სადგურის მოწყობას მოხმარდება.
150 მილიონი ლარით კი რეფინანსირდება სასესხო ვალდებულებები, გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ლიკვიდურობას.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ:
უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.