"თბილმიკროკრედიტი" ბაზრიდან გადის
მ/ო „თბილმიკროკრედიტი“ ბაზრიდან გადის. მისოს რეგისტრაცია სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით უუქმდება და ინიშნება ლიკვიდატორი.
TBMC-ის, 2.8 მლნ ლარის აქტივებით, Q1/2022-ის მდგომარეობით, 3.4 მლნ ლარის სესხები აქვს გაცემული და შესაძლო დანაკარგებისთვის 1.1 მლნ ლარის სარეზერვო ბუფერი აქვს.
მისო საცალო და კორპორაციულ სეგმენტზეა წარმოდგენილი. ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან საპროცენტო შემოსავალი 89 000 ლარია, იურიდიული პირებიდან ₾28 000-მდე.
ძირითადად ვაჭრობა-მომსახურების სფეროში ჩართულ საცალო და კორპორატიულ კლიენტს ემსახურებოდა. ლომბარდიდან, სულ, 8 000 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
აპრილის მდგომარეობით მისოს ზარალი 350 000 ლარს აღემატება, შემოსავლებზე 240 000 ლარით მეტი.
მისოს აქციონერები (%)
1 ალექსანდრე ტარიელაძე 48.83 |
2 თემურ პაპიაშვილი 11.72 |
3 ლუსია არუთინოვა 21.95 |
4 ნანა ტარიელაძე 8.34 |