ფინანსები
20/12/2021

თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლებისთვის 20 მლნ გამოიყო - რას აპირებს მერია

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მიზნით თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი გამოიყო. 

პროგრამას დაექვემდებარება ის კორპუსები, რომლებსაც გასული აქვთ ექსპლუატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი.

პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსიდან დროებით გაიყვანენ მოსახლეობას და ახალი კორპუსის მშენებლობის დამთავრების შემდეგ მათ იმავე ადგილას გადაეცემათ შესაბამისი ფართი გარემონტებულ მდგომარეობაში.

"როგორც თბილისის ბიუჯეტის პროექტში წერია, თბილისში ბევრი საცხოვრებელი კორპუსია, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა ეწურება, მათი დიდი ნაწილი ავარიულია და ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოსათვის საჭირო პირობებს. ამ შენობების ნაწილს უკვე მინიჭებული აქვს ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი. ამასთან, ამ შენობებს გააჩნიათ უამრავი პრობლემები, როგორიცაა გაუმართავი ლიფტები, უსახური მიშენებები, მოუწესრუგებელი სადარბაზოები, ეზოები და სხვა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პროგრამა ითვალისწინებს ძველი
შენობების ახლით ჩანაცვლებას, რაშიც იგულისხმება საბჭოთა დროინდელი
შენობების თანამედროვე კორპუსებით ეტაპობრივი ჩანაცვლება", - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.