ფინანსები
19/06/2023

TBC მეანაბრეებს ყველაზე მეტ სარგებელს უხდის

თიბისი ბანკის (TBC) ევროს დეპოზიტი სარგებლიანი გახდა. 1-წლიანი ვადიანი ანაბრის განაკვეთი (ვადის ბოლოს გატანის პირობით) 0.3%-ით განისაზღვრა. 

ანაბარს, მობაილ ბანკით განთავსების შემთხვევაში, კიდევ 0.15 % ემატება. დანამატი აქვს სხვა ვალუტაში განთავსებულ ყველა სხვა სარგებლიან დეპოზიტსაც. 

მობაილბანკით გახსნილი ლარის ანაბრის დანამატი ორმაგდება. 11.5% -ს დაემატება 0.3%.

აშშ დოლარში 12 თვიანი ვადიანი დეპოზიტის განაკვეთი 1.1%-ით; გირვანქა სტერლინგში - 0.45%-ით განისაზღვრება.

ანაბრების პორტფელით, ბაზარზე, TBC №2-ა, დეპოზიტებზე გადახდილი სარგებლით, №1.

                                                                    
  აქტივები  25,012,721,000       
  დეპოზიტები 16,623,076,000       
  მ.შ.საცალო    8,635,545,000       
  გადახდილი%%       260,250,000       
                                                                     

წყარო: კომერციული ბანკი (05/2023)