ფინანსები
09/08/2022
TBC-მ FMO-სგან 300 მლნ ლარი მოიზიდა
TBC Bank-მა ნიდერლანდების განვითარების ბანკთან, FMO-სთან 300 მლნ ლარიანი სასესხო შეთანხმება გააფორმა.
5 წლიანი, ადგილობრივი ვალუტის ფინანსური რესურსი ძირითადად ახალგაზრდა მეწარმეებისა და იპოთეკარი მსესხებლების დასაფინანსებლად იქნება. აგრეთვე სესხი მოხმარდება მწვანე პროექტებს, ისევე როგორც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს საქართველოში.
“FMO-სთან ჩვენი თანამშრომლობა 16 წელზე მეტს აღწევს, რაც ჩვენს ნამდვილად ეფექტურ მუშაობას უსვამს ხაზს. 2018 წლის შემდეგ, ეს ჩვენი რიგით მეორე ადგილობრივი ვალუტის თანამშრომლობაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დედოლარიზაციისა და ძალიან საჭირო გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტის რესურსის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ჩვენი ბიზნეს და საცალო მომხმარებლებისთვის”, - აცხადებს TBC-ის CEO, ვახტანგ ბუცხრიკიძე.