ფინანსები
14/09/2023

TBC ფილიალში განაღდების საკომისიოს ზრდის

თიბისი ბანკი მიმდინარე და მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშიდან განაღდების საკომისიოს  ზრდის, 0.2%-დან, 0.6%-მდე. 

ცვლილება 20.10.2023-დან საცალო კლიენტებს შეეხება. ანონსმა ფიზიკური პირების ნაწილი დაბნია, ზოგს ბანკომატში ბარათით განაღდების ტარიფის გაძვირება ეგონა. 

20.11.2023-დან ცვლილება მოთხოვნამდე ანაბარსაც შეეხება. "ჩემი სეიფის" და შემნახველის ანაბრის ანგარიშიდან თანხის ფილიალიდან გატანისას ასევე წესდება 0.6%-იანი საკომისიო, არსებული 0.2%-ის ნაცვლად. 

ბანკში დამატებით აზუსტებენ შემნახველი ანაბრის პირობებს, რომლის ანგარიში ფასიანი (თვეში 0.90 ლარი) რჩება.

ასევე, 20 ნოემბრამდე თუ ფილიალში მეანაბრის ქეშად შეტანილი თანხის გამოტანისას საკომისიო 0% -ია და სხვა შემთხვევებზე (TBC pay-ით, მე-3 პირის გადარიცხული ...) 0.25%. 20/11/2023-დან თანხები გადარიცხვის არხების მიხედვით აღარ სეგრეგირდება და ერთიანი საკომისიო 0.6%-ით განისაზღვრება. 

როგორც იცით, ბანკი მიმდინარე ანგარიშზე კლიენტს სარგებელს არ ურიცხავს. მოთხოვნამდე "ჩემი სეიფი" ლარში, აშშ დოლარსა და ევროში  წლიური 5%, 0.3%,0%-ად თავსდება. შემნახველის წლიური სარგებელი ლარში 2%-ია დოლარში 0.1%, ევროში არ იდება. 

Businesspartner