ფინანსები
24/09/2020

TBC Credit-ის სწრაფი სესხები

Tbccredit-ი თიბისი ბანკის ციფრული პალტფორმაა, რომლის შექმნის მთავარი მიზანი, მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა. მიიღო მომსახურება მაშინ, როდესაც გჭირდება და იქ, სადაც გჭირდება, მომხმარებლის კმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

სწრაფი სესხის ონლაინმიღების უპირატესობები

როდესაც აქ და ახლა მომსახურებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, სერვისის მიწოდების თითქმის ყველა გზა  ციფრულ არხებთან მიდის: სესხი ვეღარ იქნება სწრაფი, თუ მის მიღებას მომხმარებელი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, საჭიროების წარმოქმნისთანავე ვერ შეძლებს. თიბისი კრედიტზე სწრაფი სესხის აღება, რომელიც ფილიალის სამომხმარებლო სესხის ანალოგია, მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს და ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სწრაფი სესხის მიღებამდე?

სწრაფი, ისევე როგორც ნებისმიერი სესხის მიღებამდე, აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ ნამდვილად გვჭირდება თუ არა და გვაქვს თუ არა შემდეგ მისი დაფარვის შესაძლებლობა. სესხის სწრაფად, მხოლოდ 2 წუთში მიღების შესაძლებლობა ძალიან მაცდურია, თუმცა ამ სიმარტივის უკან ვალდებულება დგას.

მნიშვნელოვანია,  რომ სესხი თიბისი კრედიტზე ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება - აქ მსესხებლის სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება.

რა ოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი და რა ვადით?

თიბისი კრედიტზე 50000 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი, რაც სესხს მეტ კომფორტს მატებს. წარმოიდგინეთ, ბინის რემონტი ან მანქანის შეძენა შეგიძლიათ სესხით, რომელსაც სულ რაღაც 2 წუთში აიღებთ, ფილიალში მიუსვლელად, ბიუროკრატიის და, რაც მთავარია საკრედიტო რეიტინგის „გაფუჭების“ გარეშე.