TBC Capital: ივნისში კორპორატიული სესხების პორტფელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
პანდემიის გამო ხანგრძლივი კლებადი ტენდენციის შემდგომ, 2021 წლის მარტიდან სესხების ზრდის ტემპი აჩქარებულია.
TBC Capital-ის მონაცემებით, საბანკო სექტორის სესხების მთლიანი მოცულობა ივნისში წ/წ 12.6%-ით გაიზარდა და 39.2 მლრდ ლარი შეადგინა.
ამასთან, საკრედიტო აქტივობის მატება ყველა სეგმენტში აღინიშნებოდა. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ფონზე, კორპორატიული სესხების მოცულობამ 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოავლინა - ზრდის ტემპმა წ/წ 8.3% შეადგინა.
ამავე პერიოდში, ყველაზე მაღალი წლიური ზრდის ტემპი MSME სეგმენტში დაფიქსირდა და 18.1% შეადგინა, ხოლო საცალო სეგმენტი წ/წ 12.6%-ით გაიზარდა.
2021 წლის ივნისში, ლარის სესხები ₾18.5 მლრდ–მდე გაიზარდა და წლიური ზრდის ტემპი 27.6% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა 20.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
შედეგად, წინა თვესთან შედარებით დოლარიზაცია როგორც ნომინალურ გამოსახულებაში, ასევე გაცვლითი კურსით შესწორებულ მაჩვენებლებში შემცირდა და 52.8% შეადგინა.