 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ფინანსები
                                17/06/2022
                                
                            TBC Capital: იპოთეკური სესხების ზრდა შენელდა
ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა, თუმცა ამავე დროს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა გაუმჯობესებულია.
TBC Capital–ის მომნაცემებით, 2022 წლის 1-13 ივნისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა და 2021 წელთან შედარებით +5% შეადგინა.
ხოლო, 1-9 ივნისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა გაუმჯობესდა და +21%-ს უტოლდება.

 
                         
                            