 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ფინანსები
                                08/07/2022
                                
                            TBC Capital: იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესებულია
ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა, თუმცა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ დაიკლო.
TBC Capital–ის განახლებული მონაცემებით, 2022 წლის 1-30 ივნისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა და +0.02% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.
ანალოგიურ პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ დაიკლო და +9%-ს გაუტოლდა წინა წელთან შედარებით.

 
                         
                            