ფინანსები
29/04/2021
TBC BANK PLC-ი FTSE 250 ინდექსიდან FTSE SmallCap-ში გადაინაცვლებს
4 მაისიდან TBC PLC-ი FTSE 250 ინდექსში აღარ იქნება, - მიზეზი Wickes Group-ის (დიდი ბრიტანეთი) Travis Perkins-დან (დიდი ბრიტანეთი) გამიჯვნა და ინდექსების ხელახალი რანჟირებაა.
რანჟირების ახალი მეთოდის შესაბამისად, TBC PLC-ი დაემატება FTSE SmallCap ინდექსს (SmallCap Index), რომელიც მუდმივად განახლებადია. ამავდროულად Wickes Group რჩება FTSE 250 Index-ში. ცვლილებები 4 მაისიდან შევა ძალაში.
TBC PLC-მ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში 2017 წლის ივნისში შევიდა და შესაბამისად, ლონდონში დალისტულ საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს 350 კომპანიას შორის მოხვდა.
FTSE SmallCap ინდექსი მცირე საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიების ინდექსია და 351-დან და 619 მსხვილ კომპანიას მოიცავს.