ფინანსები
19/09/2022

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 80 მლნ ლარით იზრდება

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 80 მლნ ლარით იზრდება. ცვლილება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. პროექტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. 

2022 წელს, დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 082 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, უწყების ბიუეტი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოჯისტიკური ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსებისთვის იზრდება. 

მისი თქმით, გაზრდილი დაფინანსების ნაწილი შეიარაღების კუთხითაც მიიმართება. 

სხდომაზე კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა არასაკმარისად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გაზრდილია უსაფრთხოების გამოწვევები, სახელმწიფომ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, უფრო მეტი თანხები უნდა გამოყოს.

 

Businesspartner