ფინანსები
23/02/2021

თამაზ დაუშვილი: ეკონომიკა სტაგნირებს, ბიზნესები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ეკონომიკაზე არავინ ფიქრობს. როგორც ბიზნესმენი Facebook გვერდზე წერს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესიც. 

„ვის აინტერესებს ვაქცინა ან ეკონომიკის აღდგენა?! არც არავის. 20 % - იანი უმუშევრეობის "განულების" მშვენიერ გზას როგორც იქნა მიაგნო მთავრობამ, რომელსაც ძალიან მომხიბვლელი სახელი დაარქვა კიდეც: "საქართველოს მოქალაქეების ევროპაში ლეგალური დასაქმება'". 1989 წელს იმიტომ აღვუდექით რუსულ ტანკებს წინ და შევწირეთ ადამიანების სიცოცხლე, რომ დამოუკიდებელი საქართველოდან გავქცეულიყავით 30 წლის შემდეგაც?!

ეკონიმიკა სტაგნირებს, ბიზნესები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება, ლარი 100%-ით გაუფასურდა და გაჩერებას არ აპირებს, დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო დეგრადირდება, ხალხი შიმშილობს, ადამიანები უწამლობით კვდებიან, განათლების სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სოფლის მეურნეობა თოხს და ბარს ვერ გასცდა, დეოკუპაცია საერთოდ რა მოსატანია, პატრიოტობა და სამშობლოსთვის თავდადება რა სისულელეა და ა.შ. მოკლედ ნელი სიკვდილის გზავს ვადგავართ და ვერ ვხვდებით ...“-წერს დაუშვილი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023