ფინანსები
31/07/2020

"სვის-კრედიტი" პროფილს იცვლის

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის-კრედიტი“ პროფილს იცვლის.

მისომ ეროვნული ბანკისგან უკვე მიიღო ნებართვა გარდაიქმნას ისეთ მეწარმე-სუბიექტად, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, მისოს შეუწყდა ლიკვიდაციის პროცესი და თანამდებობიდან გათავისუფლდა ლიკვიდატორიც.

ლიკვიდაციის პროცესი სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 23 ივლისს არის შეწყვეტილი, თავად კომპანია კი 2011 წელს არის დარეგისტრირებული.

საფინანსო სექტორში რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა შეამცირა. 2019 წლის დასაწყისითვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67 იყო, სებ-ის ბოლო მონაცემებით, ბაზარზე 41 მისოა დარჩენილი.

კომპანიათა ნაწილმა პროფილი შეიცვალა, ნაწილი კი გაკოტრდა. ამ დროისთვის ლიკვიდაციის პროცესშია 14 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023