სვის კაპიტალმა იპოთეკა გააიაფა
სვის კაპიტალმა მოგება გაზარდა, 9,5 მლნ ლარამდე (H1/2022 – ₾ 6.1 მლნ). მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრობანკობის პრეტენდენტ მსხვილპორტფელიანი მისოების სამუელშია (I - კრისტალი; II - რიკო), სტატუსის შეცვლა გადაწყვეტილი ჯერ არ აქვს.
სვის კაპიტალს III კვარტალში სასესხო სემოსავლები 12 მლნ-ით აქვს გაზრდილი 32 მლნ ლარამდე (საცალო დაკრედიტებიდან), მათ შორის ყველაზე მეტი - 26 მლნ სამომხმარებლოდან მიღებულზე მოდის. ლომბარდიდან საპროცენტო შემოსავალი 5 მლნ ლარამდეა.
მისო იპთეკას, ავტოსესხს, ავტოლომბარდს, ოქროს სალომბარდე სესხებს გასცემს. პორტფელი ძირითადად სამომხმარებლო კრედიტებით არის წარმოდგენილი.
ავტოსესხი (თვიური განაკვეთი 2.9%-3,5%) 6 წლამდე ვადით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი კი 10 წლამდე ვადით გაიცემა.
მისოს ინფორმაციით, იპოთეკის განაკვეთი შემცირდა 22%-დან, 18.5%-მდე. რომელიც ფიქსირებულია. ბანკის იპოთეკისგან განსხვავებით რეფინანსირების განაკვეთი ცვლილება არ მოქმედევბს.
2022 წლის 6თვის ფინანსური ანგარიშგება. მლნ ₾
| 
 სვის კაპიტალი  | 
 Q3/2022  | 
 H1/2022  | 
| 
 აქტივები  | 
 172  | 
 163  | 
| 
 სესხები  | 
 159  | 
 152  | 
| 
 სა%ო შემოსავალი**  | 
 32  | 
 20.5  | 
| 
 მ.შ. სამომხ. სესხებიდან  | 
 26  | 
 16.6  | 
| 
 მ.შ. ლომბარდიდან  | 
 4.99  | 
 3.2  | 
| 
 წმინდა მოგება  | 
 9.5  | 
 6.05  | 
წყარო: მისო
** ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები
