ფინანსები
25/09/2023

სუვერენული ობლიგაცია სტაბილურობას ინარჩუნებს

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) გასულ კვირასაც გაიაფდა, თუმცა უმნიშვნელოდ, 7.11%-იანი შემოსავლიანობით ივაჭრებოდა G&T-ის სტატისტიკით, კვირის ვაჭრობა  89.92-ით დაიხურა (წინა საანგარიშო კვირის ტრენდი: 7%; 90.13). 

ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ტრენდზე ბოლოდროინდელი მოვლენები ნაკლებად აისახა. G&T-ის საინვესტიციო ბანკირების თქმით, GEORG -ის სტაბილურობას ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებს, მ.შ. ვალის (საშინაო და საგარეო) კოეფიციენტის შემცირება (38.4%-მდე), ფისკალური დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი (3%). რაც ქვეყნის რისკიანობას ამცირებს და ისახება ინვესტორთა განწყობებზე. ამასთან მნიშვნელოვნად, 2.5%-მდე შემცირებულია GEORG-ს სპრედი მის შესადარ აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებთან მიმართებაში.

ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ახალი ბონდები, 2.75%-ად, 2021 წლის აპრილში განთავდა.  

Businesspartner