ფინანსები
08/01/2021
სუბსიდირებული იპოთეკური სესხების წილი დეკემბერში 58%-მდე გაიზარდა
დეკემბერში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი იპოთეკურ სესხებში საგრძნობლად გაიზარდა და 58% შეადგინა.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2020 წლის ბოლო თვეში ახალი იპოთეკური სესხების გაცემა შემცირდა, თუმცა ნაკლებად ვიდრე ნოემბერში.
"სუბსიდირების პროგრამის აქტიური უტილიზაციის მიუხედავად, იპოთეკური სესხების გაცემა დეკემბერში წლიურად 15.1%-ით შემცირდა", - აღნიშნულია თიბისი კვლევაში.
ივლისის დასაწყისიდან, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემულმა სესხებმა, ჯამურად გაცემული იპოთეკური
სესხების 40% შეადგინა