სუბსიდირებული იპოთეკა 20 დღეში 50-მდე ოჯახს დაუმტკიცდა
"სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" 47-მა ოჯახმა მიიღო, ამ დროისთვის კიდევ 17 განაცხადი განიხილება.
სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი".
პროგრამის მიზანი უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირება და მრავალშვილიანი ოჯახების (ან ახალშეძენილი შვილები) მხარდაჭერას გულისხმობს.
პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:
• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
• სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
• სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში, 1-ლი სექტემბრიდან. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.
პროგრამა ერთჯერადია.