ფოტო: Getty Images
ფინანსები
20/04/2022

სუბსიდირებულ იპოთეკას რეფინანსირების 11%-იანი განაკვეთი თოკავს

იპოთეკური სესხების პორტფელი 9.3 მლრდ ლარამდეა. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით,  ყოველთვიურად 3 000-დან 4 000-მდე სესხი გაიცემა, უფრო ნაკლები ვიდრე 2021-ში.

ლარში დაკრედიტების წლიური ზრდა 6.4%-ია, ლარში 19.7%, თუმცა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავალუტო დაკრედიტების ტრენდი უფრო შთამბეჭდავია. გასულ წელს 6.2%-იანი კლება იყო, ლარის იპოთეკა კი 38%-იანი ზრდიდან განახევრებულია.

ამას ბაზარი ლარის სესხების გაძვირებას უკავშირებს. როგორც იცით, სებ-მა ფინანსური სტაბილურობის შერყევის საპრევენციოდ რეგულაცია გაამკაცრა, სასესხო ვადის დამოკლებით და  განაკვეთის 3%-იანი ბუფერით გადაზღვევით.

რამდენად წაახალისებს, რეფინანსირების 11%-იანი განაკვეთის პირობებში, ლარის იპოთეკას,  პრემიერის დაანონსებული  საგარნტიო სქემა ჯერ უცნობია. დაანონსებული პროგრამის ბიუჯეტი, რომლითაც სამშენებლო კომპანიებს რესურსის მოზიდვა მთავრობის გარანტიით შეეძლება, ჯერ უცნობია.

შარშან სექტემბერში ამოქმედებული იპოთეკის 6-8%-ით სუბსიდირების პროგრამით, რომლის ფარგლებში, მსესხებლის სასესხო განაკვეთის თანადაფარვას შვილების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება 226 მლნ ლარამდე 2 043 სესხია გაცემული (ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით). ახლადაშენებელი ბინის  4%-იანი თანადაფარვით შესაძენად, რომლის ბიუჯეტი 70 მლნ ლარი იყო (მრავალვილიანების პროგრამის ბიუჯეტი-₾55 მლნ) 900 მლნ ლარის სესხებია გაცემული.

მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 8.25% იყო, ახლა 11%-ია. როგორც იცით, იპოთეკა ცვლადგანაკვეთიანია და რეფინანსირების განაკვეთს ებმება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023