ფინანსები
30/07/2020

Space-ს ორ წელიწადში 200 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

„Space-ს ორ წელიწადში 200 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ space-ის გენერალურმა მენეჯერმა ლაშა გურგენიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნეობანკების პირველი მომხმარებლები, (ე.წ early adopter-ები) ტექნოლოგიების მოყვარული ახალგაზრდები არიან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ყველა სერვისის დისტანციურად, სწრაფად და მარტივად მიღება.

„სფეისის გაშვებიდან სულ რაღაც ორ წელიწადში ჩვენი აპლიკაცია მილიონზე მეტჯერ ჩამოტვირთეს მომხმარებლებმა და რაც მთავარია ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ არამარტო ტექნოლოგიური ახალგაზრდები არამედ მომხმარებელთა სხვა ჯგუფებიც აქტიურად მოიხმარენ ჩვენს სერვისს და ეს ძალიან გვახარებს. ვფიქრობ, ამის მიზეზი ჩვენი პროდუქტების სიმარტივე და კარგი მომხმარებლის გამოცდილებაა (user experience)“, - აცხადებს გურგენიძე.

კითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ბანკს საქართველოში და  სამომავლო პერსპექტივაში ხომ არ განიხილავს კომპანია  არეალის გაზრდას, გურგენიძე აცხადებს, რომ space ინოვაციური ბანკინგის ერთგვარი ლაბორატორიაა.

„აქ ტარდება ექსპერიმენტები პროდუქტის, მომსახურების, კომუნიკაციის მიმართულებით, წარმატებული აღმოჩენების გამოყენება კი შესაძლებელია უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უზბეკეთი სფეისის გუნდისთვის გეოგრაფიული ექსპანსიის პირველი შემთხვევაა, თუმცა მას სულ მალე მოჰყვება სხვა ახალი ქვეყნები. ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი სტრატეგიული ხედვის უმთავრესი ნაწილია და ამ მიმართულებით მრავალი გეგმა აქვს“, - აცხადებს გურგენიძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020