სისტემური ბანკების კონცენტრაცია გაზრდილია - რეიტინგი
სისტემური ბანკების კონცენტრაცია კიდევ გაზრდილია. 01.10.2021-ისთვის თიბისის და საქართველოს ბანკის წილი აქტივებში 74.5%-ია (01.09.2021-74.3 %) ფიზიკური პირების დეპოზიტეში 82 %.
წმინდა მოგებაში (კონსოლიდირებული - ₾1.642 მლრდ; 14 -ის კრებსითი- ₾ 1.644 მლრდ) 85% მოდის სისტემური 2 ბანკის ჯამურ მოგებაზე ((01.09.2020: 86%, კონსოლიდირებული ₾1.471 მლრდ. 14-ის კრებსითი 1.473 მლრდ ლარი).
მაღალი კონცეტრაცია, სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, სულაც არ ნიშნავს დაბალ კონკურენციას, რაც სატელევიზიო ეთერში კობა გვენეტაძემ პორტფელის ჭრილში ახსნა. 2 ბანკი დომინირებს მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებაში, თუმცა მცირე, საშუალო და მიკროსაწარმოების ქეისებით დანარჩენი ბანკების წილი 35%-ს აღემატება. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. რაც მაღალ კონკურენციაზე მიანიშნებს. შესაბამისად გამოდის, რომ კონცენტრაციის ზრდა კონკურენციას არ ზღუდავს.
Top-9 01.10.2021 მილიარდერი ბანკები
ბანკი |
წილი აქტივებში |
საცალ დეპოზიტებში |
თიბისი |
39.23% |
40.24% |
საქართველოს ბანკი |
35.28% |
40.01% |
ლიბერთი ბანკი |
4.93% |
6.20% |
ვითიბი ბანკი |
3.63% |
3.40% |
პროკრედიტ ბანკი |
3.19% |
2.37% |
ბაზისბანკი |
2.82% |
2.04% |
კრედო ბანკი |
2.68% |
0.62% |
ქართუ ბანკი |
2.22% |
1.57% |
ტერა ბანკი |
2.26% |
2.25% |
წყარო: კომერციული ბანკები