სილქროუდი $40 მლნ-ის ემისიაზე აცხადებს
SRG რიალ ისთეითი 40 მლნ აშშ დოლარის 3-წლიანი ობლიგაციების (ნომინალი $1 000) გამოშვებაზე აცხადებს, USD 20-20 მლნ-იან 2 ემისიად.
პირველი USD 20 მლნ-იანი განთავსდება აპრილში, ფიქსირებულ საპროცენტო სარგებლით 8-9%-ის ფარგლებში. მე-2 ემისიის თარიღი დასაზუსტებელია, თუმცა 31.03.2024-ს არ გადაცდება.
შპს SRG რიალ ისთეითი სილქ როუდ ჯგუფში (SRG) შემავალი უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა. SRG თავის მხრივ, არის კერძო საინვესტიციო ჯგუფი, 1997 წელს გიორგი რამიშვილის (ამჟამად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) დაარსებული.
მრავალპროფილიანი ჰოლდინგი, შვილობილი კომპანიებით, მოიცავს ელექტროენერგეტიკის, საბანკო, ტრანსპორტის, სასტუმრო და გასართობი ინდუსტრიების,უძრავი ქონებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროებს.
შპს „ესარჯი რიალ ისთეითი“ შვილობილი შპს „ესარჯი ინვესტმენტსის“ მეშვეობით (წარმოდგენილი Silk Development-ის ბრენდით) მართავს უძრავი ქონების განვითარების პროექტებს.
შპს „სილქ ჰოსფითალითი“ ( წარმოდგენილი Silk Hostpitality-ის ბრენდით) საოპერაციო კომპანიაა, რომელიც მართავს, როგორც ჯგუფის, ისე მესამე პირთა მფლობელობაში არსებულ ქონებასაც.
SRG რიალ ისთეითის ობიექტები:
- Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi;
- Radisson Blu Hotel, Batumi;
- Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate;
- Park Hotel, Tsinandali Estate;
- Casino Iveria, Tbilisi;
- Casino Iveria, Batumi;
- Republic Event Hall, Tbilisi;
- Republic Rooftop-Bar-Terrace, Tbilisi
- Restaurant Republic 24, Tbilisi;
- Iveria Beach Club, Batumi;
- Iveria Café, Tbilisi
- Club Nobel Savage
წყარო: ემისიის პროსპექტი
ემიტენტის პარტნიორები
01.01.2023 -ის მდგომარეობით ემიტენტის 95% წილის მფლობელია შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ 5%-იანი წილის მფლობელია შპს „ამფიდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედ“. ამფიდონ ჰოლდინგში 90% წილს ინაწილებს 4 პარტნიორი, რომლებიც ინდივიდუალურად არ ფლობენ ემიტენტის 5%-ზე მეტს.
შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის კაპიტალის 100%-იანი წილის მფლობელი თავის მხრივ, არის კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი.
SRG რიალ ისთეითის ემისია, მე-4 საგაზაფხულო განთავსებაა (15.03 (რიკო)₾ 130 მლნ ; 17.03 (TBC ლიზინგი)₾ 100 მლნ), მ.შ. მეორე სავალუტო შეთავაზება (I თეგეტაა $30 მლნ-ით).