ფინანსები
20/07/2023
სილქბანკმა სადეპოზიტო სერთიფიკატებით 50 მლნ მოიზიდა
"სილქ ბანკმა" საკრედიტო პორტფელი წლიურად 35%-ით გაზარდა. 2023-ის 2 კვარტლის მდგომარეობით (H1/2023) დაბანდება 21,9 მლნ ლარს შეადგენს (H1/2022 - 16.2 მლნ). აქედან სავალუტო სესხებზე 8 მლნ ლარამდე მოდის.
01.07.2023-ისთვის (H1/2023) "სილქ ბანკს" 80 მლნ ლარამდე დეპოზიტები აქვს მოზიდული (H1/2022 - ₾ 8,4 მლნ).
მნიშვნელოვანი ზრდა სადეპოზიტო სერტიფიკატებით მოზიდული 50 მლნ ლარის ხარჯზეა. ბანკის ფასიან ქაღალდებში ფული აღსრულების ბიურომ დააბანდა.
ამის გარდა, ანაბრების პორტფელში, სხვა იურიდიული პირების 15 მლნ ლარამდე დეპოზიტებია. პორტფელი მოიცავს ფიზიკურ და იურიდიული პირების (ბანკების გარდა) მიმდინარე ანგარიშებს, მოთხოვნამდე და ვადიან დეპოზიტებს.
H1/2023 (მლნ ₾)
₾ | ||
აქტივები | 136,03 | ₾ |
სესხები | 21,9 | ₾ |
მ.შ. სავალუტო | 8,7 | ₾ |
დეპოზიტები | 79,9 | ₾ |
მ.შ. საცალო | 14,6 | ₾ |
წყარო: კომერციული ბანკი
სილქბანკის აქციონერთა სტრუქტურა
სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი (მალტა) | 60% |
შპს პარტომტა | 37.1% |
სს სილქ ჰოლდინგი (ნექსუსი) | 2.9% |
გიორგი რამიშვილი | 37.2% |
ლექსო თოფურია | 17.1% |
დევიდ ფრანც ბორგერი | 5.7% |