"სილქ როუდ ბანკს" დეპოზიტები შეუმცირდა
სილქ როუდ ბანკს სარეზერვო მოთხოვნა გაეზარდა. დეპოზიტების პორტფელის დოლარიზაცია, 2021-ის ბოლოს, 40% ზღვრამდე ვერ შეინარჩუნა (1.05.2021-30.5%), ბოლო თვეებში 55%-მდე გაეზარდა.
როგორც იცით, 6 თვის წინ ამოქმედებული სებ-ის სარეზერვო მოთხოვნით, ბანკს, დეპოზიტების მაღალი ლარიზაციის (>60%) კოეფიციენტით, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმა, 25%-დან 10%-მდე უმცირდება, რაც საოპერაციო რესურსებს უზრდის.
სამაგიეროდ იანვრიდან CICR (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი) შეუმსუბუქდა, დაბალდოლარიზებული საკრედიტო პორტფლის გამო 40%-მდე დოლარიზებისას რისკი წონა 40%-ს უტოლდება (ყოველ დამატებით 1%პ-ზე კი ბანკებს 3%-ით მეტი კაპიტალი მოეთხოვება).
2021-ის ანგარიშის თანახმად, სილქ როუდ ბანკი წელს ₾1 მლნ-მდე მოგებით ასრულებს.
01.01.2022 ₾ |
01.05.2021 ₾ |
|
აქტივები |
90 882 788 |
85 300 000 |
სესხები |
15 968 819 |
12 589 000 |
დეპოზიტები |
9 589 540 |
16 300 000 |
მოგება (ზარალი) |
828 931 |
(1 156 792) |
წყარო: კომერციული ბანკი