
"სილქ როუდ ბანკმა" 5 თვე ₾1.5 მლნ-იანი ზარალით დაასრულა
სილქ როუდ ბანკს დეპოზიტების დოლარიზაცია გაეზარდა. 1 ივნისისთვის 14.6 მლნ ლარის არასაბანკო ანაბრების პორტფელში 7.4 მლნ უცხოურ ვალუტაშია განთავსებული.
დოლარიზაციის კოეფიცინტი 50%-ია.
სარეზერვო მოთხოვნა ამ კოეფიციენტით განისაზღვრება. თუ ლარიზაცია მაღალია (>60%) უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე ბანკს სარეზერვო ნორმა, 25%-დან 10%-მდე უმცირდება.
ამას აბალანსებს სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის შემსუბუქება. სილქ როუდ ბანკს 15.5 მლნ ლარის პორტფელში 5.4 მლნ ლარის ექვივალენტის სავალუტო სესხები აქვს შესაბამისად კაპიტალის მოთხოვნა უმცირდება. (40%-მდე დოლარიზებისას რისკის წონა 40%-ს უტოლდება, ყოველ დამატებით 1%პ-ზე კი ბანკებს 3%-ით მეტი კაპიტალი მოეთხოვება).
ბანკმა 2022 -ის 5 თვე 1.6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
|
01.06.2022 ₾ |
2021 ₾ |
აქტივები |
85 403 371 |
90 882 788 |
სესხები |
15 714 257 |
15 968 819 |
დეპოზიტები |
14 610 870 |
9 589 540 |
მოგება (ზარალი) |
(1 591 714) |
828 931 |
წყარო: კომერციული ბანკი