
ფინანსები
17/05/2022
სილქ როუდ ბანკის ბიზნესსესხების პორტფელი ₾10.4 მლნ-მდეა გაზრდილი
სილქ როუდ ბანკმა დაკრედიტება გაზარდა. მარტში ბიზნესსესხების პორტფელი 10.4 მლნ ლარამდეა გაზრდილი. საცალო სესხების 5.2 მლნ ლარს შეადგენს. მთლიანი პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 21%-ია.
დაბალდოლარიზებულია ბანკის დეპოზიტების პორტფელიც. 1 მაისისთვის (01.05.2022) 18.8 მლნ ლარის დეპოზიტები აქვს მოზიდული, მათ შორის მხოლოდ $1.8 მლნ -მდეა უცხოურ ვალუტაში.
სილქ როუდ ბანკი, 58.8 მლნ ლარის სააქციო კაპიტალით არის წარმოდგენილი. აქტივების მიხედვით, ბოლო მე-15 პოზიციაზეა.
სილქ როუდ ბანკი |
01.05.2022 (₾) |
01.05.2021 (₾) |
|
აქტივები |
88 800 328 |
82,326,000 |
|
სესხები |
15 711 046 |
12,590,000 |
|
წმინდა მოგება (ზარალი) |
(1.075,433) |
(-1,157,000) |
|
წყარო: კომერციული ბანკი