ფინანსები
15/05/2023
სილქ ბანკში არარეზიდენტების 1.1 მლნ ლარის დეპოზიტებია
"სილქ ბანკმა" პორტფელი გაზარდა. იანვარ-აპრილის მდგომარეობით (01.05.2023) საკრედიტო დაბანდება 18.9 მლნ ლარია, მათ შორის ბიზნესსესხები 11.3 მლნ ლარია (01.05.2022:10.4 მლნ,+ 8.7%Y.Y)
გაზრდილია ფიზიკური პირების დაკრედიტებაც, 7.6 მლნ ლარამდე (01.05.2022: 5.2 მლნ). მთლიანი პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 35%-ია (01.05.2022 -21%).
01.05.2022-ისთვის "სილქ ბანკს" 18.8 მლნ ლარის დეპოზიტები აქვს მოზიდული (01.05.2022 -18.8 მლნ), აქედან 12 მლნ ლარამდე უცხოურ ვალუტაში.
სილქ ბანკში სხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპოზიტები 1.105 მლნ ლარს არ აღემატება.
01.05.2023
₾ | |
აქტივები | 79 613 102 |
დეპოზოტები | 22 671 610 |
მ.შ. საცალო | 6 198 291 |
სავალუტო | 11 971 019 |
არარეზიდენტების | 1 104 539 |
წყარო: კომერციული ბანკი