ფინანსები
06/03/2023

სილქ ბანკმა პორტფელის დოლარიზაცია შეამცირა

სილქ ბანკმა პორტფელი გაზარდა. 1 თებერვლის მდგომარეობით (01.02.2023) 19,4 მლნ ლარის საკრედიტო დაბანდებით,  0.04% წილით, 13 ბანკს შორის ბოლო ადგილზეა (სანქცირებულ ვითიბის  და ბაზარზე ახლადშესულ ციფრულ „პეისერა ბანკს“ თუ არ ჩავთვლით).

დაბანდებაში ძირითადად ბიზნესესხებია. საცალო პორტფელზე მხოლოდ 7 მლნ ლარამდე მოდის.  მთლიან სესხებში,  12.3 მილიონის, ლარში დენომინირებული კრედიტებია (პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 36%).

სილქ ბანკს  13 მლნ ლარამდე დეპოზიტები აქვს, მათ შორის ნახევარი, 6.5 მლნ ლარის, სავალუტო ანაბრებია.

იანვარი ბანკმა 0.3 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.

 

 

01.02.2023  ₾

01.02.2022  ₾

აქტივები

79,194,000

86.803,000

სესხები

19,371,000

15,996,000

დეპოზიტები

12,976,000

14.040,000

მოგება (ზარალი)

(289,000)

(254,000)

წყარო: კომერციული ბანკი 

 

 

Businesspartner