ფინანსები
27/04/2023

"სილქ ბანკის" ფასიანი ქაღალდი ყველაზე სარგებლიანია

"სილქ ბანკმა" სადეპოზიტო სერტიფიკატი გამოიტანა, ლარში, 15% წლიური სარგებლით (1-წლიანის) და 3.4%, აშშ დოლარში. ფასიანი ქაღალდის მაქსიმალური ვადა 5 წელია, სარგებელი 17.5% ($-4.1%).

ეს კლასიკური საბანკო პროდუქტის ბოლო სიახლეა. დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა "სილქ ბანკის" ციფრულ ტრანსფორმაციაზე განაცხადა. მენეჯმენტის ინფორმაციით კი ახალი დიგიტალ პროდუქტები წლის ბოლომდე გამოჩნდება.

ამ დროისთვის პროცესების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, ციფრულ ინტეგრაციისთვის. საშულოვადიანი პერიოდის (3 წელი)  ამოცანა  MAU-ს (ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა) 300 000-მდე გაზრდაა.

სიახლეეების პირობები არ ანონსდება, მომხმარებელი თვითონ იგრძნობს. განახლებული მენეჯმენტი  კონკრეტული საჭიროებების მიხედვით მომხმარებლის სეგმენტაციით არის დაკავებული, რომ  ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები ყველა კატეგორიის კლიენტს მაქსიმალურად მოარგოს. მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი უნდა გაიზარდოს. გუნდს ინვესტორთა კმაყოფილების ინდექსის აწევის მოლოდინიც აქვს. 

Q1/2023 -ს მდგომარეობით, ბანკის მომგებიანობის კოეფიციენტები (გაწლიურებული) უარყოფითია. ROE (კაპიტალზე უკუგება) -6%-ია; ROA (უკუგება აქტივებზე) -3.4%.

სილქ ბანკის სააქციო კაპიტალი 52 მლნ ლარია, საწესდებო 63 მლნ ლარამდე.

აქტივები

75 062 259

დეპოზიტები

15 748 978

მ.შ. სავალუტო

7 959 805

მ.შ. საცალო 

4 200 800

გადახდილი %%

  164 000

წყარო: კომერციული ბანკი (Q1/2023)

სილქ ბანკის აქციონერთა სტრუქტურა 

სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედ, მალტა

60,0%

შპს პარტომტა

37,1%

სს სილქ ჰოლდინგი (ნექსუსი)

2,86%

≥5%–ის მფლობელები

სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედ, მალტა

60,00%

გიორგი რამიშვილი

37,20%

ალექსი თოფურია

17,10%

დევიდ ფრანც ბორგერი, გერმანია

5,70%

შპს პარტომტა

37,14%

აქციებით შეზღუდული კერძო კომპანია ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ, სინგაპური

37,14%

 ერკინ ტატიშევი, ყაზახეთი

 37,14%

წყარო: კომერციული ბანკი 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023