ფინანსები
17/01/2023

სილქ ბანკი ზარალზეა

სილქ ბანკმა დეპოზიტების დოლარიზაცია 40%-იან ზღვაზე ვერ შეინარჩუნა. კოეფიციენტი 48%-მდე გაეზარდა. შესაბამისად, შეღავათიანი 10%-იანი სარეზერვო ნორმით ვერ ისარგებლებს.**  

სილქ ბანკის 15 მლნ ლარამდე დეპოზიტების პორტფელში 7 მლნ ლარის ექვივალენტის სავალუტო ანაბრებია. სავალუტო სესხებზე (7.3 მლნ ლარის) კი საკრედიტო დაბანდების (₾ 19.5 მლნ) 37.4% მოდის.

როგორც იცით, ასევე ლარიზაციის კამპანიის ფარგლებში CICR (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი) მსუბუქია დაბალდოლარიზებულ საკრედიტო პორტფელზე. 40%-მდე დოლარიზებისას რისკი წონა 40%-ს უტოლდება (ყოველ  დამატებით 1%პ-ზე კი ბანკებს 3%-ით მეტი კაპიტალი  მოეთხოვება).

 

01.01.2023 

01.01.2022 ₾

აქტივები 

93 473 054

90 882 788

სესხები

19 469 767

15 968 819

დეპოზიტები

14 842 958

  9 589 540

მოგება (ზარალი)

 (2 883 983)

     828 931

წყარო: კომერციული ბანკი 

**25% მოთხოვნა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 10%-მდე მცირდება. თუ >70%-ია 25% რჩება. 40-70% შუალედში კი წრფივად, დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად იკლებს. 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის, 40-70% დოლარიზაციის ფარგლებში, სარეზერვო ნორმა ანალოგიურად, წრფივი დაანგარიშების შესაბამისად 15-დან 10 %-მდე შემცირდება (სებ-ი).

Businesspartner