ფინანსები
04/08/2023

შიდა ინფლაციაში ქირის წილი კვლავ 1%-მდეა

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ 1.3 %პ-ით მოიკლო, თუმცა ჯერ ისევ მაღალია და 7.2% შეადგენს. წინა თვესთან შედარებით ადგილობრივი ინფლაციის შემცირება მეტწილად ზოგიერთი მომსახურების და სურსათის საბაზო ეფექტის ამოწურვის ხარჯზე მოხდა.

ჯერ კიდევ მაღალ ადგილობრივ ინფლაციას მომსახურების წლიური გაძვირება (8.7%) განაპირობებს. მომსახურების ინფლაციის წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 5.1 პპ-ია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი აქვს საბანკო მომსახურების
გაძვირებას (1.6 %პ მომსახურების ინფლაციაში) და გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილ ბინის ქირის ღირებულებას (0.9 %პ მომსახურების ინფლაციაში).