ფინანსები
09/10/2020

სექტემბერში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდაა - თიბისი კაპიტალი

სექტემბერში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდა ფიქსირდება.თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით,სექტემბერში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +25% შეადგინა. 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით 1.2 პპ-ით შემცირდა.

თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი კვლავ დადებითია და 30
სექტემბრის მდგომარეობით წ/წ +8%-ს შეადგინა