ფინანსები
03/10/2023

სებ-მა ვალის ამომღები კომპანია დააჯარიმა

სებ-მა "კრედიტ ექსპერტი" 5 000 ლარით დააჯარიმა. ზედამხედველის ინფორმაციით, სესხის გამცემ სუბიექტს (სგს) ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა დააგვიანა.

აღნიშნული დარღვევა სებ-ის პრეზიდენტის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად 5 000 ლარით სანქციას ითვალისწინებს.

აღნიშნული შპს სებ-ში რეგისტრირებულია სგს-ს სტატუსით.თუმცა Beta Kapital -ის (ლატვიური შპს, დირექტორი ირინა ბუდნიცკა (უკრაინა) წევრი სუბიექტის ძირითადი საქმიანობაა პრობლემური ვალების ამოღება. მისი კლიენტები არიან ბანკები, მისოები და სხვა არასაბანკო და საბანკო საფინანსო ინსტიტუტები.

Beta Kapital AS უფინანსებს Beta Kapital ჯგუფის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიებს შიდა სესხებს, რათა მიიღონ დავალიანების პორტფელი ადგილობრივი ფინანსური საწარმოს კრედიტორისგან (ბანკები, არასაბანკო კრედიტორები) და კორპორატიული მომხმარებლებისგან.

კომპანიის ინფორმაციით, ის დავალიანებას მართავს, არაპროფილური დავალიანების პორტფელის შესყიდვით  და უზრუნველყოფს მე-3 მხარის ვალის საინკასაციო მომსახურებას.

სებ-ი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილზე ინსპექტირების გზით რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების დაწესება  მიზნად ისახავს მათი შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023