სებ-მა წელს $1 მილიარდზე მეტი იყიდა
მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა ივლისშიც გაიზარდა, 228 მლნ ლარით (ივნისში 152 მილიონიანი ზრდა იყო). საანგარიშო თვეში სისტემას 22 მლნ ლარის ლიკვიდობა დააკლდა, ყველაზე მეტი, 650 მლნ ლარი, რეფინანსირების სესხებიდან და ნაშთი 250 მლნ ლარამდე შემცირდა. პატარა წვლილი აქვს, სამთავრობო ოპერაციებს. სექტორს ლარის ლიკვიდობა სულ, 50 მილიონით შეუმცირა.
ივლისში სავალუტო ინტერვენციებით სებ-ს ოპერაციები არ განუხორციელებია. ივნისში კი $17 მილიონი გაყიდა და მიმოქცევიდან 45 მილიონ ლარზე მეტი ამოიღო. თუმცა იმავე თვეში ბაზრისთვის ლარის მიწოდებასაც განაგრძობდა. $138 მილიონამდე იყო BMatch -ზე, სებ-ის ივნისის წმინდა შესყიდვები.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ივლისში BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვები გაორმაგებულია.
სებ-ის წლევანდელი წმინდა შესყიდვები Bmatch-ზე **
01/23 |
$ 155 200 000 |
02/23 |
$ 85 700 000 |
03/23 |
$ 219 600 000 |
04/23 |
$ 322 400 000 |
05/23 |
$ 154 700 000 |
06/23 |
$ 137 600 000 |
წყარო: სებ-ი
** როდის ერევა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი?
სებ-ი ბანკთაშორის ვაჭრობაში ერთვება მაშინ, როცა კურსი ($/₾) იწყებს რყევას, გაუფასურების ან გამყარების მიმართულებით. თუ გაუფასურებისკენ ირყევა, აშშ დოლარს ყიდის, თუ ლარის გამყარებისკენ, მაშინ ყიდულობს.
სებ-ი ამბობს: BMatch პლატფორმის კურსი საბაზროსთან ყველაზე მიახლოებულია და იქ, სებ-ის ყოფნა, ბაზრის არევისას, მის ჩარევას ემსახურება. ისე ერევა (როცა აწონასწორებს,ჭარბ მერყეობას ამცირებს) რომ ბაზარს კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე ააცილოს.
სიჭარბეა მაშინ, როცა ბაზარზე მის მოცულობასთან შედარებით მსხვილი გარიგება იდება ან ლიკვიდობის დროებითი ნაკლებობაა.
ამასთან გასათვალისწინებელია ასიმეტრიულობაც, სავალუტო ინტერვენციების გავლენის. ინტერვენციის ეფექტი უფროე მეტია, როცა ლარი მყარია.