ფინანსები
28/10/2022

სებ-მა "სმარტ ფინანსი" 11 000 ლარით დააჯარიმა

სებ-მა მისო „სმარტ ფინანსი“ დააჯარიმა 11 000 ლარით. სანქცირების საფუძველი გახდა საზედამხედველო მიზნებისთვის ინფორმაციის არასწორად წარდგენის 3 და რამდენიმე შემთხვევა AML/CFT ანგარიშგებაში (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებები).

სმარტფინანსი მიკროსაფინანო ბაზარზე მხოლოდ ლომბარდით არის წარმოდგენილი. 10 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლები აქვს. ბაზარზე 74 მლნ ლარის აქტივებით და 70 მლნ ლარის პორტფელით არის წარმოდგენილი.

სვის კაპიტალი

Q3/2022

აქტივები

74 070 770

სესხები

69 500 000

კაპიტალი

14 713 000

წმინდა მოგება

  4 268 200

წყარო: სმარტფინანსი

ზედამხედველმა ოქტომბერში, სულ, 100 000 ლარის ჯარიმები გამოწერა, მათ შორის ინფორმაციის არასწორად წარდგენისთვის.

AML/CFT ანგარიშგების (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებები) დარღვევისთვის. საეჭვო გარიგების დამალვისთვის.

ინფორმაციის არასწორად მიწოდებისთვის და ადგილზე შემოწმებით გამოვლენილი პროცედურული დარღვევისთვის  დაჯარიმებულია სავალუტო ჯიხურები და 1 მისო .

Businesspartner