სებ-მა სავალუტო დაკრედიტება ჯერ ვერ მოთოკა
სავალუტო დაკრედიტება ლარის პორტფელზე 3-ჯერ სწრაფად იზრდება. ბოლო საანგარიშო თვეს საბანკო სექტორს სავალუტო სესხების 5%-იანი (m.m) ზრდა აქვს. 1-ლი სექტემბრისთის (1.09.2022) პორტფელი 20.1 მლრდ ლარს შეადგენს.
ლარში, ბანკების საკრედიტო დაბანდება 23 მლრდ ლარია და აგვისტოში ზრდის ტემპმა 2%-საც ვერ მიაღწია.
ბაზარი ფედრეზერვის და ევროპის ცენტრალური ბანკის გამკაცრებული პოლიტიკის გავლენას ელის, რამაც სავალუტო დაკრედიტება უნდა დააოკოს.
ბანკების მთლიანი პორტფელი 43.2 მლრდ ლარია, წლიური 8%-მდე ზრდით. მ.შ. საცალო - ₾23 მილიარდი. ფიზიკური პირების დაკრედიტება წლიურად 14.4%-ით გაზრდილია.
ბანკები საკრედიტო პორტფელით (000 ₾)
01.09.2022 |
ზრდა m.m |
|
თიბისი ბანკი |
16,770,500 |
+3% |
საქართველოს ბანკი |
15,590,778 |
+2.6% |
ლიბერთი |
2,380,935 |
+2.6% |
ბაზისბანკი |
2,055,106 |
+5.1% |
კრედო |
1,688,417 |
+2.2% |
პროკრედიტ ბანკი |
1,206,845 |
+2.6% |
ტერაბანკი |
1,053,348 |
+4.0% |
ბანკი ქართუ |
794,105 |
-1.2% |
|
|
|
წყარო: კომერციული ბანკები
საბანკო სექტორის დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდა 7.8% -მდე დაეცა.