ფინანსები
06/10/2023
ავტორი: Business Partner

სებ-მა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი $50 მლნ-დან $44.9 მლნ გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე  კიდევ ერთი  ინტერვენცია განახორციელა და  ბაზარს აშშ დოლარი მიაწოდა.

2023 წლის 6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716  შეადგინა.

სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით.

შეგახსენებთ, სებ-მა სექტემბერში 3 ინტერვენცია განახორციელა და სავალუტო აუქციონზე  ამ დრომდე (3 ინტერვენცია ჯამში)   $64.75 მლნ დოლარი გაყიდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6783 ლარი გახდა.

Businesspartner