ფინანსები
25/09/2023

სებ-მა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი $30 მლნ-დან $7.6 მლნ გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე  კიდევ ერთი  ინტერვენცია განახორციელა და  ბაზარს აშშ დოლარი მიაწოდა.

2023 წლის 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6682 შეადგინა.

შეგახსენებთ, სებ-მა ორი  ინტერვენცია  გასულ კვირასაც განახორციელა და სავალუტო აუქციონზე  ჯამში $57.15 მლნ დოლარი გაყიდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6681 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6816 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0135 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8381 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8521 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0140 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Businesspartner