ფინანსები
10/11/2020

სებ-მა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი $40 მლნ-დან $37,2 მლნ გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად 40 მლნ დოლარი გამოიტანა.

აუქციონზე 37,2 მლნ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა.

ამ დროისთვის სებ-ს წლის დასაწყისიდან 747 მლნ დოლარის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.