ფინანსები
21/09/2023

სებ-მა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი $50 მლნ-დან $37.150 მლნ გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე  კიდევ ერთი  ინტერვენცია განახორციელა და  ბაზარს დოლარი მიაწოდა.

2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი. 

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884  შეადგინა.

შეგახსენებთ, სებ-მა გუშინაც განახორციელა ინტერვენცია და  სავალუტო აუქციონზე  20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. გუშინ ამ ტრანზაქციით მიმოქცევიდან 50 მლნ ლარზე მეტი ამოიღო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0338 ლარი შეადგინა.

Businesspartner