სებ-მა საპენსიო დეპოზიტარისთვის რეგულაციები შეცვალა
სებ-მა სპეცდეპოზიტარის მარეგულირებელ წესში ცვლილება შეიტანა და შესაბამისად საპენსიო სააგენტო ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
სააგენტო ეროვნული ბანკისგან რეგულაციები შეცვლას ელოდა, კონტრაქტორ სპეცდეპოზიტარს განახლებული საკონკურსო პირობების შეთავაზებისთვის.
6 იანვარს გამოცხადებული ტენდერი სექტემბრის ბოლო ჩაიშალა, რაც სააგენტომ საკანონმდებლო ცვლილებებს დაუკავშირა.
სააგენტოს ცნობით, COVID-19 პანდემიამ შერჩევის პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. ამ დროის განმავლობაში კი შეიცვალა კანონი "დაგროვებითი პენსიის შესახებ" და ძალაში შევიდა ახალი კანონი "საინვესტიციო ფონდების შესახებ", რაც აზუსტებს სპეც-დეპოზიტარის მიერ გასაწევ მომსახურებებს და მის ფუნქციებს
დეპოზიტარის შერჩევის პროცესი, საფინანსო წრეებში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, დეპოზიტარისთვის ფართო მოთხოვნების გამო ჭიანურდებოდა.