ფინანსები
16/09/2020

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროცნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება.

როგორც მოსალოდნელი იყო ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და აგვისტოში 4,8% შეადგინა.კობა გვენეტაძის თქმით, არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში წლის დარჩენილ პერიოდში წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება.

"ის 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.