ფინანსები
24/06/2020

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ შეამცირა, 8.25%-მდე

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ შეამცირა. ამჯერად 25 საბაზისო პუნქტით 8.25%-მდე.

ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას ელის.

"ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებებმა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა გამოიწვია. თუმცა აღნიშნულს ინფლაციის მაჩვენებელზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა აქვს. მეორე მხრივ, როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი შესუსტების ზემოქმედება ინფლაციაზე უფრო ხანგრძლივი იქნება, რაც ინფლაციის პროგნოზის შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე ზევით ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს აჩენს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აგრძელებს გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას და განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის ტემპი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები", - ნათქვამია სებ-ის გავრცელებულ რელიზში.

Businesspartner