ფინანსები
28/10/2020
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე დატოვა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვებაზე 28 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო.
კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება, ასევე გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული.
"არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული", - განმარტავენ სებ-ში.
კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 9 დეკემბერს ჩატარდება.